Thursday, April 30, 2015

დღე მესამე

დღე მესამე. მესამე დგეს კიდევ ერთხელ განვიხილეთ და დავხვეწეთ პუბლიკაციების მომზადება, გავარჩიეთ თემასთან დაკავშირებული საკვანძო ( ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი) კითხვები, ასევე მოხდა პირველი და მეორე დონის ტრენინგის საკითხების რეფლექსია :)

დღე მეორე.

დღე მეორე. დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო,ვისწავლეთ Publisher-ში სიგელების, ბროშურების და მოსაწვევი ბარათების გაკეთება. ყოფილა შემთხვევა როცა წარმატებული მოსწავლისათვის ჯილდოს სახით მზა სერთიფიკატი გადამიცია,მაგრამ ახლა უკვე მაქვს საშუალება ჩემი სურვილისამებრ შევქმნა,ბავშვების მოტავიცაციისთვის ნამდვილად ნაყოფიერია ასეთი ჯილდოები და აქტიურად გამოვიყენებ. :) ჩვენი მეორე დღის დავალება იყო თემასთან დაკავშირებული საკვანძო კითხვების მოფიქრება და პუბლიკაციების შექმნა პროექტისთვის.

დღე პირველი

დღე პირველი. ეს ტრენინგი შარშან უნდა გამეარა,მაგრამ შვიდკაცას ტრენინგის გამო ვერ მოვახერხე დასწრება,თუმცა სურვილი დიდი მქონდა და ველოდი როდის დაიგეგმებოდა მომდევნო. დიდი მოლოდინი მაქვს და ვფიქრობ მეტად მნიშვნელოვანია თითოეული მასწავლებლის პროფესიული ზრდისთვის. გავეცანით Intel პროგრამის დანიშნულებას და განვიხილეთ მისი ელოქტრონული სახელმძღვანელო. ასევე დავათვალიერეთ მსმენელთა ბლოგები და მათი ნამუშევრები. სიღრმისეულად განვიხილეთ ერთ-ერთი blogger-ის პროექტი რომელიც ძალიან მომეწონა. პირველი დღის დავალება იყო ახალი ბლოგის შექმნა, ჩვენი პროექტისთვის თემის მოფიქრება და სასწავლო გეგმის პორტალის დათვალიერება. იმედი მაქვს წარმატებით გავივლით Intel-ის ამ კურსს და ბატონი დავითი ჩვენი შედეგით კმაყოფილი იქნება . :)